შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან მკურნალი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1908 წელს. მსახურობდა მე-20 მსროლელთა პოლკში (სუვალკი, პოლონეთი), შემდეგ იყო ხარკოვის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს ადიუტანტი; 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური შტაბის სადაზვერვო განყოფილებაში, პოდპოლკოვნიკი; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პოლიტიკური ემიგრანტი; ცხოვრობდა ბერლინში, 1933 წელს მონაწილეობა მიიღო "ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციის" დაარსებაში; თანამშრომლობდა ქართველი ნაციონალისტების გაზეთ "კლდესთან" (რედაქტორი შალვა ქარუმიძე 1934-1936); აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ფსევდონიმებით, მათ შორის აღსანიშნავია 1934 წელს "კლდეში" (№4-5) დაბეჭდილი "მიზეზნი ჩვენი დამარცხებისა", რომელშიც 1918-1921 წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებია ასახული. გარდაიცვალა იტალიაში. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, ცნობილი ქუთაისელი პედაგოგის, კონსტანტინე (კოწია) მკურნალის (1856-1918) შვილი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების გენშტაბის პოდპოლკოვნიკი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |