შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა გახარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ მუხური, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1972 წელს. დაიბადა რეპრესირებულთა ოჯახში; ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა 1966 წელს პირველი ლექსი გამოაქვეყნა ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთ "ნაპერწკალში", "ახალგაზრდა კომუნისტში"; იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომინისტისა" და "კომუნისტის" პასუხისმგებელი მდივანი, განყოფილების გამგე, პრეზიდენტის მრჩეველი; 70-90-იან წლების ქართულ პრესაში ეკავა სხვადასხვა პრესტიჟული თანამდებობა; ლექსების პირველი კრებული კი გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 2003 წელს გამოსცა - "მუზის პაუზა", მომდევნო კრებული პოეტის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა - "99 და ერთი"; დაწესდა მისი სახელობის დღესასწაული მის მშობლიურ სოფელში და მის სახლში პოეტის მუზეუმი გაიხსნა; გარდაცვალების შემდგომ კიდევ გამოვიდა ახალი კრებული - "პოეტი მაინც... ერთი ლექსია"; მან 35 წელი შეალია ქართულ პრესას და ყველაზე ახალგაზრდას 35 წლისას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება; სიცოცხლის ბოლო პერიოდი ნაყოფიერი გამოდგა პოეტის შემოქმედებაში; პოეტის გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს გამოვიდა მისი მეგრული ლექსების კრებული "ირიათონი" (2005), "100 ლექსი" (2006), "ჭარაშიგეშა" (2013). მიღებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ "ოქროს ფრთის" პრემია გარდაცვალების შემდგომ. მის სახელს ატარებს მუხურის ასწლოვანი საშუალო სკოლა. წყარო: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტთა ბლოგი: "სტუდინფოკსუ": studinfociu.home.blog ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |