შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა კურტანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რიეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (95კგ, ფრანკფურტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, 1990); მსოფლიო უნივერსიადის ბრინჯაოს პრიზიორი (95კგ, კობე, იაპონია, 1985); მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის (95კგ, თბილისი, 1988); მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (95კგ, სტრასბურგი, საფრანგეთი, 1984); საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (95კგ, ბუქარესტი, რუმინეთი, 1984; 95კგ, ბუდაპეშტი, უნგრეთი, 1985; 95კგ, პრაღა, ჩეხოსლოვაკია, 1986; 95კგ, თბილისი, 1986; 95კგ, პოტსდამი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, 1986; 95კგ; პრაღა, ჩეხოსლოვაკია, 1987; 95კგ, თბილისი, 1987; 95კგ, კორიდონია, იტალია, 1990); საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 1985 (95კგ, პარიზი, საფრანგეთი, 1985; (95კგ, თბილისი, 1985; აბსოლუტური, თბილისი, 1986); საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი (აბსოლუტური, ბუდაპეშტი, უნგრეთი, 1985; 95კგ, პოტსდამი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, 1989; 95კგ, რომი, იტალია, 1993); სსრკ ხალხთა IX და XI სპარტაკიადის ჩემპიონი: (95კგ, კიევი, 1986; 95კგ, მინსკი, 1991); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ჭაბუკები) - (95კგ; კადისი, ესპანეთი, 1984); 1988 წელს სეულის ოლიმპიური თამაშების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ოლიმპიადა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა; 1999 წელს დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს. კობა კურტანიძე გაქანებული მანქანიდან გადმოხტა და მძიმედ დაშავდა. გარდაცვალებამდე საწოლს იყო მიჯაჭვული და 6-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სსრკ შვიდგზის შემპიონი, მსოფლიოსა და ორგზის ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი. წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.244 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |