The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა კურტანიძე

კობა კურტანიძე
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1963
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 2005  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რიეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (95კგ, ფრანკფურტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, 1990); მსოფლიო უნივერსიადის ბრინჯაოს პრიზიორი (95კგ, კობე, იაპონია, 1985); მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის (95კგ, თბილისი, 1988); მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (95კგ, სტრასბურგი, საფრანგეთი, 1984); საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (95კგ, ბუქარესტი, რუმინეთი, 1984; 95კგ, ბუდაპეშტი, უნგრეთი, 1985; 95კგ, პრაღა, ჩეხოსლოვაკია, 1986; 95კგ, თბილისი, 1986; 95კგ, პოტსდამი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, 1986; 95კგ; პრაღა, ჩეხოსლოვაკია, 1987; 95კგ, თბილისი, 1987; 95კგ, კორიდონია, იტალია, 1990); საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 1985 (95კგ, პარიზი, საფრანგეთი, 1985; (95კგ, თბილისი, 1985; აბსოლუტური, თბილისი, 1986); საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი (აბსოლუტური, ბუდაპეშტი, უნგრეთი, 1985; 95კგ, პოტსდამი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, 1989; 95კგ, რომი, იტალია, 1993); სსრკ ხალხთა IX და XI სპარტაკიადის ჩემპიონი: (95კგ, კიევი, 1986; 95კგ, მინსკი, 1991); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ჭაბუკები) - (95კგ; კადისი, ესპანეთი, 1984); 1988 წელს სეულის ოლიმპიური თამაშების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ოლიმპიადა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა; 1999 წელს დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს. კობა კურტანიძე გაქანებული მანქანიდან გადმოხტა და მძიმედ დაშავდა. გარდაცვალებამდე საწოლს იყო მიჯაჭვული და 6-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სსრკ შვიდგზის შემპიონი, მსოფლიოსა და ორგზის ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი.

წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - სსრკ ჩემპიონი (ძიუდო, მინსკი, ბელარუსი)
  • 1990 - სსრკ ჩემპიონი (ძიუდო, კიევი, უკრაინა)
  • 1989 - ევროპის ჩემპიონი (ძიუდო, ჰელსინკი, ფინეთი )
  • 1989 - მსოფლიოს ჩემპიონი (ძიუდო, ბელგრადი, იუგოსლავია)
  • 1989 - სსრკ ჩემპიონი (ძიუდო, მინსკი, ბელარუსი)
  • 1988 - სსრკ ჩემპიონი (ძიუდო, ალმათი, ყაზახეთი)
  • 1987 - სსრკ ჩემპიონი (ძიუდო, ლენინგრადი, რუსეთი)
  • 1987 - ევროპის ჩემპიონი (ძიუდო, პარიზი, საფრანგეთი)
  • 1986 - სსრკ ჩემპიონი (ძიუდო, მოსკოვი, რუსეთი)
  • 1985 - სსრკ ჩემპიონი (ძიუდო, ჩელიაბინსკი, რუსეთი)
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: