| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ჭოველიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1983-1985წწ. - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიური ცენტრი, კლინიკური ორდინატორი; 1985-1988წწ. - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ონკოლოგიურ ცენტრი, კლინიკური ასპირანტურა; 1988-1994წწ. - საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994- 1998წწ. - ქ. პარიზის პიერ და მარი კიურის სამედიცინო ფაკულტეტი, ტენონის საავადმყოფოს უროლოგიურ-ანდროლოგიური განყოფილება, კლინიკური რეზიდენტი და სამეცნიერო კლინიკური ასისტენტი (საფრანგეთი); 1998- 2006წწ. - ქ. სანსის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფო, უროლოგიური განყოფილების ორდინატორი (საფრანგეთი); 2006 წლიდან - თბილისის სახლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უროლოგიური მიმართულების პროფესორი; 2007 წლიდან - შეთავსებით, შპს"ინტერკლინიკის" კონსულტანტი-უროლოგი, ონკოუროლოგი, ანდროლოგი; 2012 წელს - შპს "რეპროარტი", კონსულტანტი ანდროლოგი; 2012-2017წწ. - შპს რესპუბლიკური საავამყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიური სექტორი, სექტორის ხელმძღვანელი; 2011 წლიდან - მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 2015 წლიდან - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, სრული პროფესორი. ექიმი-უროლოგი, ონკოუროლოგი, ანდროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორმხრივი ვარიკოცელე და მამაკაცის უნაყოფობა", დაიცვა 2004 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.389; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი: seu.edu.ge; ქართული სამედიცინო პორტალი, ვიდალი: vidal.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

