The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კიმ ყარალაშვილი

კიმ ყარალაშვილი
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2011  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:ინჟინერი, მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხარკოვი, უკრაინის სსრ.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი ტექნიკოს-გემთწამყვანის სპეციალობით 1960 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის ფლოტის საექსპლუატაციო  ფაკულტეტი 1975 წელს.

ზღვაში საქმიანობა იმდროინდელი ქ. ჟდანოვის (ახლანდ. მარიუოპოლი) აზოვის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო, თავდაპირველად მატროსად, მოგვიანებით კი იქვე გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტნის ჯერ მეოთხე შემდეგ კი მესამე რანგის თანაშემწე; 1962 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შტურმანად და კაპიტნად საქმიანობა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პორტფლოტის გემებზე განაგრძო; 1978 წლიდან კაპიტნის პირველ თანაშემწედ საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო; 1982 წლიდან იგი საქმიანობას ნაპირზე, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საექსპლუატაციო სამსახურის ინჟინერ-დისპეტჩერად განაგრძობს; 1984-1999 წწ. სანაოსნოს ადმინისტრაციაში საკონტროლო-სარევიზიო განყოფილების უფროსის საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა; 1999 წლიდან კ. ყარალაშვილი კაპიტან-კოორდინატორად საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრში საქმიანობდა. ინჟინერ-გემთწამყვანი, კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: