შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟანა ციხისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტისა (1999–2006) და უახლესი პედაგოგიური ტექნოლოგიებისა და ინოვაციათა დანერგვის ექსპერტად; საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს "ილია ჭავჭავაძის" პროექტის დამსახურებულ პედაგოგ-ტრენერად (2000–2009), 24 წლის (1980–2004) განმავლობაში იყო რუსული ენისა და ლიტერატურის მთავარი სპეციალისტი თბილისის ვაკის რაიონში; პედაგოგად იმუშავა კომაროვის სახელობის მათემატიკურ სკოლა-ინტერნატში (1970–1971), თბილისის N126-ე საშუალო სკოლაში (1971–1972), თბილისის N55-ე საშუალო სკოლასა (1972–2005) და "ევროპულ სკოლაში" (2007–2010). 2000-იანი წლებიდან აქტიური სწავლა-სწავლების მეთოდის დასანერგად დაიწყო ტრენინგების ჩატარება საქართველოში ისეთ თემებზე, როგორიცაა: "ადამიანის უფლებების სწავლება", "აქტიური სწავლების მეთოდები", "ტოლერანტობის სწავლება", "ოჯახური ძალადობა", "შესავალი სემინარი ეკონომიკაში საშუალო სკოლის პედაგოგებისათვის", "კონფლიქტების ტრანსფორმაცია - სასკოლო კონფლიქტები" და სხვა; მიღებული აქვს მონაწილება სხვადასხვა სამეცნიერო სიმპოზიუმსა და სემინარში; გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სტატიები: "შემოქმედებისა და აღმოჩენების გაკვეთილები სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით" (2004), "ბავშვი - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი" (2001), "ადამიანის უფლებების სწავლება ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით" (2000), "ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია"– პროგრამა (2000), "რუსული ენის ინტეგრირება სხვადასხვა საგანში" (1999), "ლიტერატურის როლი რუსული ენის სწავლებაში" (1998), "რუსული სიტყვა" (1998), "ჩემი თბილისი" (1995), "რუსული სიტყვა" (1995). თბილისის სხვადასხვა სკოლაში 45-წლიანი მუშაობის სტაჟით, პედაგოგიური გამოცდილება ახალგაზრდა პედაგოგებსა და დამწყებ კოლეგებს გაუზიარა ბოლო 15 წლის მანძილზე, პედაგოგ-ტრენერად მუშაობის დროს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |