The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანრი ყრუაშვილი

ანრი ყრუაშვილი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 2022  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუგეული, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1958 წელს.

სხვადასხვა დროს საპროექტო ინსტიტუტების "თბილქალაქპროექტის", "თბილზნიეპის", "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორი, შემოქმედებით გაერთიანება "არქფონდის" მთავარი არქიტექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ( 1991 წლის 9 აპრილს).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 350

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს არქიტექტურისა ქალაქდაგაგეგმარების ქვეკომისია, თავმჯდომარე (1990-1991)

გააზიარე: