The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზინობი სილიკაშვილი

ზინობი სილიკაშვილი
Date of birth:1891
Date of death:16 October, 1938  (at 47 years)
Category:Scientist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვართაშენი, ნუხის მაზრა (ამჟამინდელი ოღუზი, აზერბაიჯანი). 

სილიკოვები ადგილობრივი უდიური თემის შეძლებული და წარჩინებული წევრები იყვნენ; მათ გვარს ეკუთვნოდა ვართაშენსა და მის შემოგარენში მდებარე აბრეშუმის ფაბრიკები, მიწები და სხვა ტიპის ქონება; ზინობი სილიკაშვილი განათლებას იღებდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც შეწყვიტა სწავლა 1911 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე; 1917 წლის გადატრიალებამდე, გაემგზავრა სასწავლებლად რუსეთში; 1920 წლისთვის სწავლობს მოსკოვში, სადაც ის მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის მეცნიერებათა კანდიდატია; სილიკაშვილმა რუსეთში პატიმრობიდან დაიხსნა ასზე მეტი ქართველი ვაჭარი, უშოვა მათ ვაგონი, საშვი და საქართველოში დააბრუნა; მადლიერმა ქართველმა ვაჭრებმა გაზეთ "ერთობის" 1920 წლის აგვისტოს ერთ-ერთ ნომერში მისდამი სამადლობელო წერილი გამოაქვეყნეს; 1938 წელს ზინობი სილიკაშვილი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მისი დახვრეტის ოქმში მითითებული იყო, რომ ის იყო უპარტიო და რომ ის დააპატიმრეს შემდეგი ბრალდებით: "რომ იყო მემარჯვენეთა ა/ს ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ საქმიანობას და იყო პარტიისა და ხელისუფლების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების საქმის კურსში"; დაპატიმრებამდე ის იკავებდა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის ტრესტ "საქმომარაგების" სამმართველოს უფროსის თანამდებობას; 1938 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა სხდომა, სადაც სილიკაშვილს სასჯელის ზომად განესაზღვრა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია; იმავე წლის 16 ოქტომბერს დახვრიტეს; ოჯახს ჩამოართვეს პირადი ქონება: მათ შორის, ვაკეში, ზაქარია ფალიაშვილის 18 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი; ზინობი სილიკაშვილის დახვრეტის შემდეგ სოფელ ზინობიანს გადაერქვა სახელი და მას დაერქვა ოქტომბერი; ამიერკავკასიის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 21 თებერვლის განჩინებით ზინობი სილიკაშვილი რეაბილიტირებული იქნა; სოფლისთვის მისი პირვანდელი სახელის დაბრუნებას განსაკუთრებით აქტიურად ითხოვდა ზინობიანის მკვიდრი არჩილ აჯიაშვილი; ფორმალურად ეს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის განჩინებით მოხდა და სოფელს კვლავ ზინობიანი ეწოდა; უდი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს უდიური თემის წინამძღოლი, ამავე თემის რწმუნებული, "ქართველ-უდინთა დახმარე საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყვარლის რაიონში მდებარე სოფელი ზინობიანის დამაარსებელი და საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატის ტრესტ "საქმომარაგების" სამმართველოს უფროსი.

წყარო: ზინობი სილიკაშვილი: "ცხოვრება და მოღვაწეობა სხვებისთვის" / ალექსანდრე ქავთარაძე (paideia.ge)


Share: