შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მემედ აკბუიკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ყირგიზეთი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი გემთწამყვანის სპეციალობით 1968 წელს. ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო; 1970 წლიდან მოყოლებული მატროსად, შემდეგ კი კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ ცურავდა იგი სანაოსნოს ტანკერებსა და ბალკერებზე: «Аспиндза»-ზე, «Киров»-ზე, «Ахалцихе»-ზე და «Миха Цхакая»- ზე, 1980 წელს კი ტანკერ «Ахалцихе»-ს კაპიტანიც გახდა; მომდევნო წლებში შორეული ნაოსნობის კაპიტანი მემედ აკბუიკი ჯერ სანაოსნოს გემების - «Нико Николадзе»-სა და «Василий Киквидзе»-ს, მოგვიანებით კი კომპანია «Adjar Shipping»-ის ტანკერების «Gonio»-სა და «Kobuleti»-ს კაპიტანი იყო; საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დაშლის შემდეგ იგი უცხოური სანაოსნო კომპანიების - «Kapa-Gesco»-სა და «ABC Maritime»-ს, 2005-2008 წწ. «East Wind»-ის გემებზე ცურავდა და მეთაურობდა: «Niko K»-ს, «Uznadze»-ს, «Tbilisi»-სა და სხვა გემების ეკიპაჟებს; 1998-2000 წწ. მცირე ხნით ნაპირზეც საქმიანობდა და ლექციებს კითხულობდა სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში; 2008 წლიდან მემედ აკბუიკი მსოფლიოს ერთ-ერთი სახელოვან სანაოსნო კომპანია - «Columbia Shpmanagement»-ის კაპიტანია. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |