The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეა შურღაია

თეა შურღაია
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1985 წელს; უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენების (გერმანული) კურსები 1984 წელს; იყო აკად. გიორგი წერეთლის სახელობის სტიპენდიანტი, გაიარა ერთთვიანი სტაჟირება ისპაჰანის (ირანი) სახელმწიფო უნივერსიტეტში 1996 წელს.

1985 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მასწავლებლად, ასისტენტ-პროფესორად; 2009 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორია; 2018 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე კათედრას; 1993-2004წწ. მუშაობდა თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში თარჯიმნად და ელჩის მდივნად; 2005-2011წწ. იყო აკად. გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2008 წ. პროგრამის Cambridge Colleges’ Hospitality Scheme" ფარგლებში ინდივიდუალური კვლევითი გრანტით იმყოფებოდა კემბრიჯის უნივერსიტეტში; 2020 წლიდან - თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის წელიწდეულის "აღმოსავლეთმცოდნეობა Oriental Studies" სარედაციო კოლეგიის წევრია; თარგმნის თანამედროვე სპარსულ პროზასა და ესეისტიკას; საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, არის არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემის რედაქტორი. ირანისტი, მთარგმნელი, პარემიოლოგი. დაჯილდოებულია შაჰრიარის სახელობის საერთაშორისო კულტურის ორდენით (თავრიზის უნივერსიტეტი, ირანის ისლამური რესპუბლიკა, 2017).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპარსული პარემიოგრაფია და სპარსული ანდაზის აზრობრივი სტრუქტურა", დაიცვა 2004 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: