The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ შავთვალაძე

ნუგზარ შავთვალაძე
Date of birth:10 April, 1948  (77 years)
Category:Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სამრეკლო, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი შახტებისა და მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1971 წელს.

1871-1975წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისატროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსოფლმშენმონტაჟის" ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, № 8 სპეციალიზებული სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში; 1975-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო ტრესტ "მშენინდუსტრიის" №3 რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1976-1977წწ. იყო ახალციხის დიატომიტის მომპოვებელი მაღაროს უბნის უფროსი; 1977-1984წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №14 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს უფროსად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში; 1984-1986წწ. იყო ამავე სამინისტროს ქ. მარნეულის სახლმშენებელი კომბინატის განყოფილების უფროსი; 1986-1990წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სადისპეტჩერო განყოფილების უფროსის მოადგილედ; ეწეოდა სამეურნეო-ადმინისტრაციულ საქმიანობას; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი; 1995-2005წწ. მუშაობდა შპს "იბერია-ავიატონი"-ს დირექტორად; 2005-2015წწ. მუშაობდა საქართველოს ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების ცენტრ "ინოვაციური ტექნოლოგიები და პრეპარატები"-ს პროგრამის ხელმძღვანელად; 2015 წლამდე არის სააქციო საზოგადოება "სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი - ინოვაციური ტექნოლოგიები და პრეპარატები"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2017 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან არსებული "ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის" სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 351; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 267-268

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისია, ქვეკომისიის თავმჯდომარე (1990-1991)

Share: