The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა ჯანგიძე

მარინა ჯანგიძე
დაბადების თარიღი:1954  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, მეან-გინეკოლოგიის კვალიფიკაციით 1977 წელს.

ინტერკლინიკის მეან-გინეკოლოგი. ექიმი-გინეკოლოგი, 154 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 1 გამოგონების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰორმონული კონტრაცეპციის დანიშვნისადმი ახალი ეფექტური და უსაფრთხო მიდგომები (ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულებისა და ჰემოსტაზის სისტემის გენეტიკური დეფექტების როლი თრომბოზის განვითარებაში), დაიცვა 2004 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.393; ინტერკლინიკა: interclinic.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თრომბოზისა და ჰემოსტაზის საერთაშორისო ასოციაცია, ნამდვილი წევრი (2012-)
  • კლინიკური ჰემოსტაზიოლოგიის ასოციაცია, პრეზიდენტი (2011-)

ბიბლიოგრაფია

  • თრომბოფილია : მონოგრაფია (თანაავტორი). - თბილისი, საგამომც. პროგრამა "ლოგოსი"-ს სტ.), 2014. - 464გვ. . - ISBN: 9789941072710

გააზიარე: