The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ბულუღაშვილი

ივანე ბულუღაშვილი
სხვა სახელი:ივან-ბაბა ბულუღაშვილი
დაბადების თარიღი:1801
გარდაცვ. თარიღი:1872  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმინდა გიორგის ეკლესიის ეზო, კახი (აზერბაიჯანი)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იზირი (კაკ-ელისენი, კახი; საინგილო), აზერბაიჯანი.

ივანე ბულუღაშვილი პირველი იყო, ვინც XIX საუკუნეში მუსლიმ ინგილოებს შორის  ქრისტიანობა მიიღო. ის 1840 წელს სხვა ქართველებთან ერთად (გიორგი ჯანაშვილი, კოტე ჭირიტაშვილი), თბილისში ჩამოვიდა და სიონის საკათედრო ტაძარში მართლმადიდებლურად მოინათლა, ამის შემდეგ ძალიან მოკლე პერიოდში საინგილოში 16 ათასი ქართველი გაქრისტიანდა, მაგრამ ამ პროცესს 1864 წელს რეგიონში მომხდარმა აჯანყებამ შეუშალა ხელი. მოსე ჯანაშვილი მას "ერის უკვდავ წინამძღოლს უწოდებდა". დაკრძალულია მისი თაოსნობით აღდგენილ კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.725


გააზიარე: