The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე პაპიაშვილი

ალექსანდრე პაპიაშვილი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1909
გარდაცვ. თარიღი:19 ნოემბერი, 1994  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახი, საინგილო (აზერბაიჯანი).

1931-1937 წლებში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტზე. მან პირველმა გაიყვანა რადიოკვანძები საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, გახსნა ბიბლიოთეკები. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გაგრის რაიონის სოფელ ალახაძეში, დიღმის მექანიზაციის ტექნიკუმში; კითხულობდა ლექციებს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; ასწავლიდა პროფესიულ ტექნიკუმში. იყო საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატში ეროვნულ უმცირესობათა სკოლების ინსპექტორი. ფლობდა რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, გერმანულ და ბერძნულ ენებს. 1937 წელს ალექსანდრე პაპიაშვილი იყო აზერბაიჯანში ქართული სკოლების გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1969 წელს გავიდა პენსიაზე.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.735

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: