Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ პაპიაშვილი![]()
Biographyდაიბადების ადგილი: საინგილო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, 1968 წელს კი უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. წარმოშობით არის ჰერეთიდან. პირველი ლექსი ("შენი ფოთლებით ვსუნთქავ") დაბეჭდა 1951 წელს გაზეთ "გაგრაში". ქართველი მკითხველის დაინტერესება გამოიწვია მისმა ისეთმა პოეტურმა კრებულებმა, როგორიცაა: "ქურმუხმა არაგვს გასძახა", "ბედის ვარსკვლავი", "შენმა მზემ ამაბრიალა". მის კალამს ეკუთვნის საყურადღებო მოთხრობები და პუბლიცისტური სტატიები. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში ბიოქიმიკოსად, თბილისის მე-9 საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმ-ლაბორანტად, ლექციებს კითხულობდა თბილისის მე-3 სამედიცინო ტექნიკუმში. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო ფოტო-გამოფენებში; მუშაობდა სამედიცინო აკადემიის რეანიმაციის განყოფილებაში ექიმ-ლაბორანტად. გამოცემული აქვს ლექსები. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.736; წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.259-260 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |