შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია ბურჯანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1977 წელს; ასპირანტურა სპეციალობით სპარსული ლიტერატურა; გაიარა ერთთვიანი სტაჟირება ისპაჰანისა (ირანი, 1996) და გილანის (ირანი 1999) უნივერსიტეტებში. 1990 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანული ფილოლოგის კათედრაზე (შემდგომში - ირანისტიკის კათედრა); ჯერ - მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ - დოცენტად, მოწვეულ პედაგოგად; 2018 წლიდან ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორია; 1979-2000წწ. მუშაობდა თბილისის №1 საშუალო სკოლაში (თბილისის კლასიკური გიმნაზია) სპარსული ენისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 2016 წლიდან რედაქტორია ლიტერატურული ჟურნალისა "არმაღანი" (აღმოსავლური კრებული); გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის "ახალი და უახლესი სპარსული ლიტერატურის ისტორია" (2016); თარგმნის თანამედროვე სპარსულ პროზას. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანამედროვე სპარსული ფსიქოლოგიური ნოველის განვითარების ტენდენციები", დაიცვა 1985 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |