The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შენგელი ფიცხელაური

შენგელი ფიცხელაური
Date of birth:2 August, 1946  (78 years)
Category:Lawyer, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახშანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1970 წელს, იურიდიული ფაკულტეტი 1977 წელს.

წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს: 1976-1977 წწ. იყო თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს ინსპექტორი; 1977-1980 წწ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 1980-1983 წწ. თბილისის კრწანისის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსი, ხოლო 1983-1985 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი; 1985-1991 წწ. თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი; 1997-2002 წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ხოლო 2002-2004 წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის კონსულტანტი (დეპარტამენტის უფროსი); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე; შენგელი ფიცხელაურს სასამართლოში მუშაობის დროს მიღებული აქვს მოსამართლეთა მომზადების დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ვარშავის ბიუროს საერთაშორისო სერთიფიკატი (1994), ამერიკის შეერთებულ შტატებში გავლილი აქვს სპეციალური მომზადების კურსები. 2019 წლის 22 იანვრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ხოლო ამავე წლის 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; არის  სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1968), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (1971, 1973, 1975), მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (1973), სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1974), ევროპის ჩემპიონატი III ადგილის მფლობელი (1974). ქართველი ძიუდოისტი, სამბისტი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე. გენერალ-მაიორი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.657; საქართველოს რეგიონებზე ფოკუსირებული მედია რესურსი: reginfo.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.160

Member of Organizations

  • საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ვიცე-პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1999 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
    სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში შეტანილი პირადი წვლილისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • 1978 - სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (ძიუდო)
  • 1975 - ევროპის ჩემპიონი (გუნდური)
  • 1973 - სსრკ ჩემპიონი
  • 1973 - ევროპის ჩემპიონი (გუნდური)
  • 1970 - სსრკ ჩემპიონი (სამბო)
  • 1970 - სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (სამბო)
  • 1965 - სსრკ სპორტის ოსტატი (სამბო)
  • 1964 - სსრკ სპორტის ოსტატი (თავისუფალი ჭიდაობა)
  • საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

Share: