შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ანთელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1957-1975წწ. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე; 1976-1979წწ. იყო სოხუმის N1 სკოლა-ინტერნატის დირექტორი. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს მუშაობას, იყო ისტორიის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1989 წლიდან, 17 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტს; ამავე დროს იყო მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე, იკვლევდა ჩრდილოეთ კავკასიის XIX-XX საუკუნეების ისტორიას, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბოლშევიკების ბრძოლა პოლიტიკური ხელისუფლებისათვის რუსეთში (1905-1922)", დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.400; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა: elibrary.sou.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |