შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გამრეკელი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლა 1925 წელს. შემდეგ სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ განაწილებით მუშაობას იწყებს ზესტაფონის რაიონის ძირულის სკოლაში ქართული ლიტერატურისა და ენის მასწავლებლად; მის მიერ სტალინის ერთ-ერთ წერილზე გამოთქმული კრიტიკული მოსაზრების გამო იგი 1932 წლის 1 მაისს დააპატიმრეს და როგორც არასაიმედო პიროვნება სასჯელს იხდიდა ურალში, მკაცრი რეჟიმის იზოლატორში; მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს მას შეუცვალეს სასჯელის მოხდის ადგილი, გადაასახლეს შუა აზიაში, სადაც იგი დაქორწინდა როსტოვის ოლქიდან გადმოსახლებულ გერმანელ ეკატერინე კერბსკზე; სასჯელის მოხდის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ გამრეკელს აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება; ერთხანს იგი ოჯახთან ერთად ჯავაში ცხოვრობდა; 1956 წლიდან თბილისში გადმოდის საცხოვრებლად; იგი კარგად იცნობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ ლიტერატურას და ფილოსოფიას; გერმანული ფილოსოფიისადმი ინტერესი მან იმითაც გამოხატა, რომ 1957-1960 წლებში გერმანული ენიდან ქართულად თარგმნა ლუდვიგ ფოიერბახის ფილოსოფიური ნაშრომები; 1957 წელს უმცროს მეცნიერ თანამშრომლად მიიღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში; შემდეგ კი მუშაობას აგრძელებს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში; იგი იკვლევდა კავკასიის ისტორიის საკითხებს; მანვე რუსეთის არქივებში მრავალწლიანი მუშაობის დროს საინტერესო, მანამდე უცნობი მასალები გამოავლინა XVIII საუკუნის საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ურთიერთობის შესახებ; ახლადგამოვლენილ დოკუმენტებს სათანადო შენიშვნებისა და გამოკვლევის დართვით იგი პერიოდულად აქვეყნებდა; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |