Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაბილინა ლომინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა 1935 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მაგრამ ავადმყოფობის გამო 1936 წლის თებერვალში სწავლას თავი დაანება; 1937 წელს ბაბილინა ლომინაძე სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1941 წელს; 1942 წლის ნოემბრიდან იგი სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის სპეციალობით, რომელიც 1945 წლის ნოემბერს დაამთავრა. 1945 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად საქართველოს ფეოდალური ხანის განყოფილებაში; 1945- 1948წწ. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა ლათინურ და ძველ ბერძნულ ენებს; 1948 წლიდან კი ამავე სასწავლებელში კითხულობდა ლათინურ ენას; 1956 წლის 30 ოქტომბერს ბაბილინა ლომინაძე დაინიშნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; სწავლობდა ქართული ფეოდალიზმის საკითხებს, კერძოდ კი საეკლესიო მიწათსარგებლობის საკითხებს; ამ მხრივ მას შესწავლილი და გამოქვეყნებული აქვს დავით გარეჯის, გელათის, შიო მღვიმის, მცხეთის სენიორების თავისებურება, მათი მმართველობის ორგანიზაცია, სოციალურ - ეკონომიკური ვითარება (მიწათმფლობელობა, ყმა-გლეხებთან ბატონყმური დამოკიდებულების ფორმები) და სხვა; ნაშრომში "ფეოდალური მიწისმფლობელობის ფორმები მცხეთის საპატრიარქოში" (1971), დადგენილია ფეოდალური მიწისმფლობელობის ერთ-ერთი თავისებური ფორმა; ნაშრომს გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული ფეოდალიზმის გენეზისის შესწავლისათვის; 1970-1974წწ. იგი ინტენსიურად მუშაობდა საქართველოს ისტორიის ნარკვევების მესამე ტომზე, სადაც გამოქვეყნდა მისი ნაშრომები: "XI-XII საუკუნეების წყაროები", "მონღოლებთან დაზავება", "მონღოლთა ბატონობა საქართველოში და ბრძოლა მის წინააღმდეგ (XIII ს. 40-იანი -XIV ს. 10-იანი წწ.)", "საქართველო XIV ს. პირველ ნახევარში. მონღოლთა ბატონობის გადაშენება. გიორგი მე-5 ბრწყინვალე", "საქართველო XV ს. მეორე ნახევარში. ერთიანი საქართველოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად", "ცვლილებანი საზოგადოებრივი კლასების მდგომარეობაში XIII-XV სს", "ცენტრალური ხელისუფლების ბრძოლა დარღვეულ სოციალურ ურთიერთობათა აღსადგენად (XIV-XV სს.)", ბაბილინა ლომინაძეს სხვა ავტორებთან ერთად აღნიშნული მასალების გამოქვეყნების გამო 1982 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია; იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ენციკლოპედიასთან; მასში გამოქვეყნებულია მისი რამდენიმე ათეული ეკლესიის ისტორიასთან დაკავშირებული სტატიები, კათოლიკოს-პატრიარქების და ცალკეული მღვდელმთავრების ბიოგრაფიები; მონოგრაფია - "საქართველოს საპატრიარქო და მისი მიწისმფლობელობა", რომელიც სადოქტორო დისერტაცია იყო, გამოიცა მისი გარდაცვალების შემდეგ, 2010 წელს გელათის მეცნიერებათა აკდემიის ძალისხმევით; სისოცხლის ბოლო წლებში იგი მუშაობდა ქართული ისტორიული დოკუმენტების კორპუსის (II ტ.-ის) გამოცემაზე; დიდი ამაგი დასდო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის მომზადებას; ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო გამოკვლევის. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო სადისერტაციო თემა - "ქართული საეკლესიო სენიორიის ისტორიიდან (შიო მღვიმის მონასტერი)", დაიცვა 1949 წლის 28 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს საპატრიარქო და მისი მიწისმფლობელობა". წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.416 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |