Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სულხან ცაგარელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. 1961 წელს მუშაობას იწყებს თსუ ფიზიკის ფაკულტეტის კიბერნეტიკის პრობლემურ ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1975-1982 წლებში იგი იყო ამავე ფაკულტეტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1982-2006 წლებში ს. ცაგარელი ხელმძღვანელობდა ნეიროკიბერნეტიკის განყოფილებას; 1997 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. 1992-2006 წლებში იყო ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ხოლო 1995-2003 წლებში - ამავე ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; წლების მანძილზე იყო დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2006 წელს ს. ცაგარელი აირჩიეს ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორად, სადაც მუშაობდა 2018 წლამდე. ს. ცაგარელმა მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პედაგოგიურ საქმიანობას - კითხულობდა ბიოსოციოლოგიის, ნეირობიოლოგიის, ქცევის ნეირობიოლოგიურ საფუძვლებს, ნეირონულ ქსელებსა და ინტეგრაციული ფიზიოლოგიის სალექციო კურსებს ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის. მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავდა თანამედროვე ფიზიოლოგიის პრობლემათა ფართო სპექტრს, კერძოდ, კოგნიტური პროცესების ნეიროფიზიოლოგიის, სქესობრივი დიმორიფიზმის კოგნიტური პროცესების კვლევას, ლიმბური სისტემის როლის დადგენას მეხსიერებასა და დასწავლაში, კლასტერ-ანალიზის გამოყენებას ქცევითი პროცესების განსაზღვრაში. ს. ცაგარელი იყო მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციის მონაწილე. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 3 სადისერტაციო ნაშრომი, არის 7 სახელმძღვანელოსა და 130-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ბიოლოგი, ფიზიოლოგი, პედაგოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დორსალური ჰიპოკამპის როლი თეთრი ვირთაგვების ემოციურ რეაქციებსა და პირობითრეფლექსურ მოქმედებაში", 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰიპოკამპის ფუნქციური როლი მეხსიერებისა და ქცევის სხვადასხვა ფორმებში", დაიცვა 1994 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |