The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიაჩესლავ ჩხიკვაძე

ვიაჩესლავ ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1940
გარდაცვ. თარიღი:29 სექტემბერი, 2019  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი 1964 წელს.

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის გამო ოჯახი გადავიდა თბილისში საცხოვრებლად; ბავშობიდან გატაცებული იყო ბიოლოგიური საგნებით, კერძოდ ზოოლოგიით; სკოლის ასაკში წაკითხული ჰქონდა რიგი მოხსენებები პალეონტოლოგიიდან სათანადო ექსპონატების დემონსტრაციით; სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიაში, პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიურ განყოფილებაში, სადაც 1958 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ იქნა უფროს კოლექტორად ახალციხის ექსპედიციაში, 16 სექტემბრიდან - უფროს კოლექტორად უხერხემლოთა პალეონტოლოგიურ ექსპედიციაში, ხოლო 8 ოქტომბრიდან - კოლექტორად ახალციხის პალეონტოლოგიურ ექსპედიციაში; 1959 წლის 4 მაისს დაინიშნა პრეპარატორის თანამდებობაზე; 1964 წლიდან იგი იწყებს მუშაობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც იგი მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე: უფროსი ლაბორანტი (1964), უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1966), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1975), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1986); მონაწილეობდა სხვადასხვა ზოოლოგიური და პალეონტოლოგიური კონფერეციების, კონგრესებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში; იყო ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი კავკასიის პირველი ჰერპეტოლოგიური კონფერეციისა (თბილისი, 1983); 2003 წლის მაისში მისი ინიციატივით შესდგა საქართველოს ჰერპეტოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი კრება (იგი ერთხმად აირჩიეს ამ საზოგადოების ლიდერად); თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში ის მონაწილეობდა სხვადასხვა პალეონტოლოგიურ და ზოოლოგიურ ექსპედიციებში (მონღოლეთი, ბულგარეთი, ყაზახეთი, შორეული აღმოსავლეთი, მოლდავეთი, უკრაინა, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ჩრდილო კავკასია, აზერბაიჯანი, საქართველო); ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ზაისანის ქვაბურში (აღმოსავლეთ ყაზახეთი) ჩატარებული ექსპედიციების შედეგები, რომლებმაც დიდი რეზონანსი გამოიწვიეს პალეონტოლოგებს შორის რუსეთში, დასავლეთ ევროპაში, ჩინეთში და შეერთებულ შტატებში; ვ. ჩხიკვაძე საჯაროდ ითვლება ნამარხი ცხოველების ნაშთების ერთერთ ყველაზე განთქმულ "მონადირედ"; მის მიერ არის ნაპოვნი ან აღმოჩენილი მრვალი უიშვიათესი ნამარხი ცხოველების ძვლები; ამათგან დავასახელებთ: დიდთავა კუთა ოჯახის (Platysternidae) პირველი ნამარხი წარმომადგენელი, უძველესი გიგანტური სალამანდრები (Cryptobranchidae) აზიაში, პირველი კბილებიანი ფრიველის ნაშთი აზიაში (Odotopterygidae), ჩანთოსნების (Marsupialia) პირველი ნაშთი აზიაში, უძველესი დელფინი (Oligodelphis) და მრავალი სხვა; 1993-1995წწ. მონაწილეობდა ერთობლივ ყაზახურ-ამერიკულ-ქართული პალეონტოლოგიური საერთაშორისო ექსპედიციებში აღმოსავლეთ ყაზახეთში, ალტაის მხარე, კერძოთ, ზაისანის ტაფობში (The Joint Kazakh-American-Georgian Paleontological Expedition); მისმა მონაწილეობამ განსაზღვრა ამ ექსპედიციის დიდი წარმატება არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა დიდი გამოცდილება ზაისანის ტაფობში მუშაობისა (1966-1987 წლების ექსპედიციები), არამედ იმიტომაც, რომ პირადად მის მიერ იყო აღმოჩენილი ახალი, მანამდის უცნობი, მეტად მნიშვნელოვანი ადგილსაპოვებლები; 1995-1996წწ. იყო ინიციატორი, ორგანიზატორი და მონაწილე პირველი ერთობლივი ქართულ-ამერიკული პალეონტოლოგიური ექსპედიციისა სამხრეთ საქართველოში (ბენარის ადგილსაპოვებელი); ეს ექსპედიცია შესდგა აკადემიკოს ლეო გაბუნიას მხარდაჭერით და ამერიკელი კოლეგების მონაწილეობითა და დაფინანსებით; 1996 წლის შემოდგომაზე ამერიკელმა კოლეგებმა (Smitsonian Institution: Dr. Robert Emry) ვიაჩესლავ ჩხიკვაძე მიიწვიეს შეერთებულ შტატებში, სადაც მას მიეცა საშუალება შეესწავლა ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის პალეონტოლოგიურ ცენტრებში დაცული კოლექციები; ამ ვიზიტის დროს მან მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში (ნიუ-იორკი), სადაც წარმოადგინა თავისი მოხსენება მტკნარი წყლის კუთა სისტემატიკის შეასახებ; მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და გამოქვეყნდა შესაბამის ჟურნალში; 2003 წლის 12-23 აგვისტოს ვიაჩესლავ ჩხიკვაძე იყო საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე სანკტ-პეტრბურგში (Symposium on Turtle Origins, Evolution and Systematics. Saint-Petersburg. 18-20 August, 2003); მის მიერ წარმოდგენილმა სამმა მოხსენებამ დამსწრე კოლეგების დიდი მოწონება და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა; 1992 წლიდან კითხულობდა ხერხემლიათა ზოოლოგიის კურსს ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში; მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი საკურსო და სადიპლომო ნაშრომი და სამი საკადიდატო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1972 წელს, სადოქტორო დისერტაცია 1991 წელს. ქართველი ჰერპეტოლოგი, პალეონტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი.

წყარო: აკადემია რუ: dic.academic.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • Society of Vertebrate Paleontology, წევრი
  • მოსკოვის ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, წევრი
  • საკავშირო პალეონტოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • საკავშირო ჰერპეტოლოგიური საზოგადოება, წევრი

გააზიარე: