The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხვარამზე

Legal name:ხვარამზე სამუკაშვილი
Other name:ხვარამზე მინდოდაური
სამუკათ ხვარამზე
Date of birth:18??
Date of death:18??
Category:Poet

Biography

ხვარამზე სამუკას ასული მინდოდაური, XIX საუკუნის ქართველი სახალხო მთქმელი, ფშაველი მელექსე ქალი ივრის ფშავიდან, არტნის ხეობიდან ყოფილა. ჩვენამდე მოღწეულია ხვარამზეს რამდენიმე სატრფიალო ლექსი განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ლექსმა "სიყვარული ვაჟიკასი და ხვარამზისა", რომელიც შეყვარებული ქალ-ვაჟის დიალოგს წარმოადგენს. ეს ლექსი პირველად ჩაწერა პეტრე უმიკაშვილმა 1886 წელს. ტექსტი ჩაუწერიათ აგრეთვე ილია ჭავჭავაძეს, დავით ხიზანიშვილს, თედო რაზიკაშვილს. პირველად 1934 წელს გამოქვეყნდა. პირველი ცნობები ვაჟიკასა და მელექსე ქალის ვინაობაზე ეკუთვნის თედო რაზიკაშვილს; მინდოდაურის სატრფოსთვის - ვაჟიკასთვის სხვა ქალი შეურთავთ. მინდოდაური ვაჟა- ფშაველას დედის - გულქანის თანატოლი და მეგობარი ყოფილა. მასზე თედო რაზიკაშვილი წერს: "ხვარამზე სამუკაშვილი ჩარგლელი ყოფილა, ვაჟა-ფშაველას დედის დობილი. გარეგნულად ძალზე ლამაზი ქალი ყოფილა. შეჰყვარებია ვაჟიკა ნაკვეთაურს. მთხოვრებიც მიუგზავნია, მაგრამ ხვარამზეს ყასიდად უარი უთქვამს. მშობლებს კი ვიღაც მდიდარი შეურჩევიათ და ხვარამზე იმისთვის მიუთხოვებიათ. ხვარამზეს ვაჟიკას სიყვარული ჰქონია და კიდევ უფრო გასძლიერებია." ასეთ შემთხვევასაც გადმოსცემენ: "ერთ წვიმიან დღეს ვაჟიკამ ცხენით გაიარა თურმე ხვარამზეს სოფელზე, იმათი სახლის ახლოს. ხვარამზეს მისი ცხენის ნაფეხურისთვის ღობე შემოუვლია, რომ არ წაიშალოსო". ხვარამზე საოცარი პოეტური ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული. ის თვითონ ამბობდა თურმე ვაჟიკას სათქმელსაც და ეს ლექსები ასე ვრცელდებოდა. მისი ნათქვამი სულ რამოდენიმე ლექსია შემორჩენილი. ხვარამზე, "სამუკათ ხვარამზეობით" იხსენიება.  "სამუკანი" ოჯახის სახელწოდება უნდა იყოს, მაგრამ მამის ოჯახის თუ ქმრის, ამისი დადგენა და ხვარამზეს შესახებ ბიოგრაფიული ცნობების მოპოვება ძნელია.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.698

Bibliography


Share: