შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა ბითაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1970-1968წწ. - ტომსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰემატოლოგიის ლაბორატორიის პრეპარატორი; 1978-1976წწ. - კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის გენეტიკის ლაბორატორიის ლაბორანტი; 1981-1978წწ. - კემეროვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თნამშრომელი; 1978-1982წწ. - კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის გენეტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თნამშრომელი; 1987-1988წწ. - კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1988-1991წწ. - არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გვიანბრინჯაოს ადრერკინის ხანის არქეოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1998წწ. - დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის აღწარმოების განყოფილების უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 1998-2000წწ. - საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დემოგრაფიის დაპარტამენტის ოჯახის დაგეგმარებისა და სამედიცინო დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი; 1998 წლიდან - ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Антропология и популяционная генетика шорцев", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიონის ტიპის გენეზისი ანთროპოლოგიური მონაცემების მიხედვით", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.403; ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი: institutehist.ucoz.net ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |