შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ბედუკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს. 1973 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში საკომპრესორო დანადგარის მემანქანედ; 1975 წლიდან - სამშენებლო-სარემონტო ვაგონზე მუშად; 1981 წლიდან - გაზეთ "მცხეთის" კორესპოდენტად; 1985 წლიდან - საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯომარის თანაშემწედ; 1986 წელს გადაიყვანეს ჟურნალ "კრიტიკის" პასუხისმგებელ მდივნად; ამ თანამდებობაზე იმუშავა 1989 წლამდე; 1989 წელს გადავიდა "ლიტერატურული საქართველოს" ინფორმაციისა და წერილების განყოფილების გამგედ; 1991 წელს დაინიშნა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად; 90-იანი წლების მიწურულს იყო მწერალთა კავშირის კრიტიკის სექციის თავმჯდომარე; სხვადასხვა დროს, პარალელულად, მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ "ჯვარი-ვაზისას" პასუხისმგებელ მდივნად; გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთ "გზას"; არის ჟურნალ "საგურამოს" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალ "ცისკარი 1852" დამფუძნებელი და სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე; არის უამრავი წიგნის რედაქტორი და გამომცემელი; ილია ჭავჭავაძის აკადემიური ოცტომეულის გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი და ამ ტომების გამომცემელი; გამოქვეყნებული აქვს წერილები და გამოკვლევები მე-19 საუკუნის ლიტერატურაზე, კრიტიკული წერილები თანამედროვე მწერლებზე; ასწავლიდა სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას; კითხულობდა ლექციების კურსს დანაშაულსა და მის ფსიქოლოგიურ ანალიზზე. მან 2003 წელს ილია მართლის სახელობის ტაძრის ქტიტორებთან (საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი) გ. ანღღულაძესთან, გ. გაგუასთან, გ. გავაშელთან, ვ. უსანეთაშვილთან, ი. შონიასა და "ილიას ფონდთან" ერთად დაარსა ყოველწლიური პრემია "საგურამო" და ილიას მედალი. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.6-7
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |