The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა შარტავა

კახა შარტავა
Legal name:კახაბერ შარტავა
Date of birth:2 November, 1967  (57 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი.
1993-1994წწ. მუშაობდა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტში მთავარ სპეციალისტად; 1994-1996წწ. იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის კათედრის მსმენელი (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა). 1996-2000 წლებში იყო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონფლიქტურ სიტუაციათა განყოფილების თანამშრომელი; არის მეორე რანგის დიპლომატი; 2002 წელს გახდა საზოგადოებრივი მოძრაობა "ფესვების" თანათავმჯდომარე; 2006 წლიდან არის პოლიტიკური გააერთიანება "ეროვნული ფორუმის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე; პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი; იყო საბრძოლო ხელოვნებათა კლუბ ჯიქის" მთავარი ინსტრუქტორი და ვიცე-პრეზიდენტი; ეროვნული ფორუმის ლიდერი. საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას შვილი.

წყარო: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი : ყველაფერი არჩევნების შესახებ: ivote.geმედიაჰოლდინგი "მეტრონომი" : metronome.ge


Share: