The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ბოკუჩავა

თამარ ბოკუჩავა
Date of birth:9 July, 1963
Date of death:13 January, 2019  (at 55 years)
Category:Scientist, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი თეატრის კრიტიკოსისა და ჟურნალისტის კვალიფიკაციით 1986 წელს; 1986-1989 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ესთეტიკის სპეციალობით; 2001-2003 წწ. აშშ-ის ქალაქ ითაკის კოლეჯის დრამის დეპარტამენტში გაიარა ღია საზოგადოების "ლექტორთა დახელოვნების პროგრამის" ( Faculty Development Program) სამი ეტაპი და დაასრულა პროგრამა სერტიფიკატით.

1989-1990 წწ. მუშაობდა თეატრალური კავშირის თეატრისა და კინოს პროპაგანდის ცენტრის რედაქტორად; 1990-2004  წწ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ლიტერატურული ნაწილის რედაქტორია; 1994-1996 წწ. თანამშრომლობდა საქართველოს ტელევიზიის I არხთან, როგორც სატელევიზიო გადაცემათა ავტორი და წამყვანი; 1996-1997 წწ. იყო ფინანსთა სამინისტროს გაზეთ "ფინანსების" ხელოვნების განყოფილების გამგე; 2004-2006 წწ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების გამგე; 2006 წლიდან შეთავსებით მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში; 2008 წლის თებერვლიდან ახალგაზრდული მიმართულების პროდიუსერია, ხოლო 2008 წლის ივლისიდან 2010 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის გასართობი მიმართულების პროდიუსერი; 2006-2007წწ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2007-2010 წწ. თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 01.12.2010- დან გარდაცვალებამდე იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი მსოფლიო თეატრის მიმართულებით; 2012-2019 წწ.- უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2011 წლიდან- OISTAT –ის საერთაშორისო განათლების კომიტეტის წევრი, საქართველოს ნაციონალური ცენტრის წარმომადგენელი; ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის - YTA UNION- OISTAT – ის საქართველოს ნაციონალური ცენტრის ექსპერტთა საბჭოს წევრი, განათლების კომისიის თავმჯდომარე; 2013 წ. - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების  დროებითი კომისიის წევრი, "საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფციის" ექსპერტი; 2014წ . განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მეცნიერ-ექსპერტი; 2015 წ. "რუსთაველის ფონდის" მეცნიერ-ექსპერტი; ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ფესტივალ "სესილის" ჟიურის თავჯდომარე (2004); სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალ "დებიუტის" ჟიურის წევრი (2005); YTA UNION-ის კონკურსის "თანამედროვე ქართული სცენოგრაფიული სკოლა პრაღის საერთაშორისო კვადრიენალეზე PQ11" ჟიურის წევრი (2011); თეატრალური პრემია "დურუჯის" ჟიურის წევრი (2013/2014 სეზონი); გამოქვეყნებული აქვს 90-მდე სამეცნიერო ნაშრომი, საგაზეთო და საჟურნალო სტატია, რეცენზია, წერილები. წლის საუკეთესო რეცენზიისთვის მიღებული აქვს საქართველოს თეატრალური კავშირის 3 პრემია (1987, 1997, 2003). თეატრმცოდნე.

სადისერტაციო თემა -  "მითოსი და ქართული თეატრი", დაიცვა 2006 წელს.

Awards and Honors

  • 2019 - ვალერიან გუნიას სახელობის პრემია
    თეატრალური საზოგადოების ჯილდო - საუკეთესო პუბლიკაციისათვის

Bibliography


Share: