The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ნიკურაძე

დავით ნიკურაძე
Date of birth:2 November, 1975  (49 years)
Category:Journalist, Television Personality

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; სტაჟირება აქვს გავლილი თურქეთის ტელევიზიაში, მოგვიანებით კი დაასრულა სპეციალური პროგრამა ბელგიაში, ევროკავშირის გაფართოების თემაზე.

ჟურნალისტური მოღვაწეობა 18 წლის ასაკში დაიწყო; თავდაპირველად მუშაობდა გაზეთ "დვრიტაში"; 1995 წლიდან ტელეკომპანია "იბერვიზიიდან" გადმოსულ ახალგაზრდა ჟურნალისტების გუნდთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში ამზადებდა ღამის საინფორმაციო პროგრამა "ქვიშის საათს"; 1998 წლიდან დავით ნიკურაძე მუშაობს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურში; საინფორმაციო და ანალიტიკური რეპორტაჟების გარდა, მომზადებული აქვს დოკუმენტური ფილმები, მათ შორის "ალასკა", "ამერიკის საავიაციო უსაფრთხოება 11 სექტემბრის შემდეგ", "ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაცია" (ქართული მედიის მიერ მომზადებული ერთადერთი დოკუმენტური ფილმი სამხრეთ ოსეთში პირველი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ); მას გაშუქებული აქვს ამერიკის 2004, 2008, 2012 და 2017 წლების საპრეზიდენტო არჩევნები, ქარიშხალ "კატრინას" ტრაგედია ნიუ ორლეანში, ამზადებდა სიუჟეტებს ვატიკანიდან რომის პაპის იოანე-პავლე II-ს გარდაცვალების დროს, მიჰყავდა რეპორტაჟები თურქეთის ჰოსპიტლებიდან ფრინველის გრიპის ეპიდემიის შესახებ; აღებული აქვს ინტერვიუები არაერთი ცნობილი პოლიტიკოსისგან და საზოგადო მოღვაწისგან; 2005 წელს მან თეთრ სახლში ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან; იყო პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც ავღანეთში ამერიკის სამხედრო ოპერაცია გააშუქა; ერაყის სამხედრო კამპანიის დროს კი 2 თვის მანძილზე იმყოფებოდა კატარის ქალაქ ას-სალიაში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე და ამზადებდა რეპორტაჟებს ერაყის ომის შესახებ; 2009 წლის ივნისში მოამზადა გადაცემები ბევერლი ჰილსიდან მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავის მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შესახებ; 2011 წელს კი ის ნორვეგიიდან აშუქებდა მოვლენებს ქალაქ ოსლოსა და კუნძულ უტეიაზე მომხდარი ტერორისტული აქტების შესახებ; ასევე ის აშუქებდა უიტნი ჰიუსტონის მოულოდნელ სიკვდილს ბევერლი ჰილზის სასტუმრო ჰილტონიდან და მომღერლის დაკრძალვას ნიუ ჯერსის ქალაქ ნიუარკიდან; მომზადებული აქვს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მოდის ბიზნესზე იტალიაში და ჩაწერილი აქვს ინტერვიუ ცნობილი დიზაინერის ბულგარის ოჯახთან; 2011 წელს მან ტელეკომპანია სიენენისთვის მოამზადა რეპორტაჟი საქართველოში ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ; თანამშრომლობდა რადიოსაგურ "ამერიკის ხმასთან" და "რადიო თავისუფლებასთან"; 
2004 წლიდან მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ბიუროში და ძირითადად ამზადებს რეპორტაჟებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თეთრი სახლიდან, კონგრესიდან და ვაშინგტონში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან; რუსთავი 2-ის ამერიკის ბიურო ბაზირებულია ვაშინგტონში, თუმცა ის პასუხისმგებელია მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებაზე მთელს შეერთებული შტატებსა და კანადაში. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ამერიკის კორესპონდენტი.


Share: