The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ანჩაბაძე

ვალერიან ანჩაბაძე
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1887
გარდაცვ. თარიღი:3 მარტი, 1921  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ვაჟთა I-ლი გიმნაზია, შემდეგ ელიზავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი (1913).

დაიბადა პოდპოლკოვნიკ თავად ტარას (თარაშ) ანჩაბაძის და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ოჯახში; I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს პორუჩიკის, შემდეგ როტმისტრის ჩინით მსახურობდა რიგის დრაგუნთა მე-11 პოლკში; დასავლეთის ფრონტზე ორჯერ დაიჭრა; 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში; სამხედრო სამსახურში იყვნენ ასევე მისი უმცროსი ძმები - ვარლამი (ჭიჭი), ვლადიმერი (ლადი) და ნიკოლოზი (კოლია). კიდევ ერთი ძმა - ვიანორ ანჩაბაძე იყო სამხედრო ექიმი და აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი; 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს აფხაზეთის ფრონტზე ვალერიან ანჩაბაძე იყო სარდლის, გენერალ დავით ართმელაძის თანაშემწე; სოხუმის დასავლეთით არიერგარდულ ბრძოლებში მან შეაკავა ბოლშევიკური სამხედრო ნაწილები და ფრონტის ძირითად ძალებს მისცა აღმოსავლეთისკენ დახევის საშუალება; დაიღუპა გუმისთის ხიდთან ბრძოლაში; აფხაზეთის თავადთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის და საქართველოს რესპუბლიკის არმიების ოფიცერი.

წყარო: რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - გიორგის ოქროს იარაღი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: