Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ანჩაბაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის ვაჟთა I-ლი გიმნაზია, შემდეგ ელიზავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი (1913). დაიბადა პოდპოლკოვნიკ თავად ტარას (თარაშ) ანჩაბაძის და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ოჯახში; I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს პორუჩიკის, შემდეგ როტმისტრის ჩინით მსახურობდა რიგის დრაგუნთა მე-11 პოლკში; დასავლეთის ფრონტზე ორჯერ დაიჭრა; 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში; სამხედრო სამსახურში იყვნენ ასევე მისი უმცროსი ძმები - ვარლამი (ჭიჭი), ვლადიმერი (ლადი) და ნიკოლოზი (კოლია). კიდევ ერთი ძმა - ვიანორ ანჩაბაძე იყო სამხედრო ექიმი და აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი; 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს აფხაზეთის ფრონტზე ვალერიან ანჩაბაძე იყო სარდლის, გენერალ დავით ართმელაძის თანაშემწე; სოხუმის დასავლეთით არიერგარდულ ბრძოლებში მან შეაკავა ბოლშევიკური სამხედრო ნაწილები და ფრონტის ძირითად ძალებს მისცა აღმოსავლეთისკენ დახევის საშუალება; დაიღუპა გუმისთის ხიდთან ბრძოლაში; აფხაზეთის თავადთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის და საქართველოს რესპუბლიკის არმიების ოფიცერი. წყარო: რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |