ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ირაკლი სურგულაძე
დაბადების თარიღი: | 23 აპრილი, 1936 |
გარდაცვ. თარიღი: | 7 სექტემბერი, 2003 (67 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ეთნოლოგი, მეცნიერი, მთარგმნელი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი ქ. თბილისი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თსუ ეთნოგრაფიის კათედრაზე; კითხულობდა ლექციებს ქართველთა სარწმუნოების ისტორიის შესახებ, პერიოდულად თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში; მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში საქრთველოს ეთნოგრაფიის განყოფილებაში; 1981 წლიდან ისტორიისა და ეთნოლოოგის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში; ხელმძღვნელობდა განყოფილების თეორიულ სემინარს, შემდეგ კი განყოფილებას; იყო ჟინვალის, კახეთის, ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის ეთნოგრაფიული ექსპედიციების ხელმძღვანელი; წლების მანძილზე თანამშრომლობდა ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის რედაქციასთან; იყო ისტორიის რედაქციასთან არსებული ეთნოგრაფიის, სამეცნიერო საბჭოს კონსულტანტი, შემდეგ კი თავმჯდომარე; მისი კვლევის ძირითადი სფეროებია ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, მითოსი, რიტუალი, უძველესი რელიგიური რწმენა-წარმოდგენები; ი. სურგულაძე არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის სამი მონოგრაფიის, ავტორი; მისი შრომები იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებში. არის მრავალი საენციკლოპედიო სტატიის ავტორი ქართულ ენციკლოპედიაში, ბულგარეთის ენციკლოპედიაში და მსოფლიოს ხალხთა მითების ენციკლოპედიაში; არის მხატვრული თარგმანების ავტორი, მის მიერ თარგმნილია თომას მანის ნაწარმოებები (ზ. ჩხენკელთან, ნ. გოგოლაშვილთან ერთად), ალექსანდრე კუპრინის მოთხრობები, ბორის პასტერნაკის, იოსიფ ბროდსკის ლექსები. იყო საკანდიდატო და სადქოტორო ნაშრომების ხელმძღვანელი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა", დაიცვა 1993 წელს.
ბიბლიოგრაფია
- ტყავის სიმბოლიკა და ტყაოსნის მითოლოგემა ქართულ მითოსში, თბ. 2010 (ავტორი). - თბილისი, საქ. ეთნოგრ. მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, 2010. - 50გვ.. - ISBN: 9789941028779
- ნადირობის თემა ქართულ მითორელიგიურ სისტემაში (ავტორი) // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, კრ.26. - თბილისი, 2004. - გვ.104-110
- მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2003. - 336გვ.
- მატერიალური და სულიერი წარმართობასა და ქრისტიანობაში (წინაწამძღვრების რიტუალი) (ავტორი) // ქუთაისური საუბრები - VII : სიმპოზიუმის მასალები / ქუთაისის სახ. უნ-ტის დიალექტ. სამეცნ.-კვლევ. ინ-ტი.. - ქუთაისი, 2000. - გვ.110-112
- ერთი საქორწილო წესის მითოსური და სოციალური ბუნებისათვის : "მეფის განადირების" ანალიზის ცდა (ავტორი) // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, N1 . - თბილისი, 1989. - გვ.30-47
- სივრცობრივი ასპექტები ქართველთა რელიგიურ და მითოსურ წარმოდგენებში (ავტორი) // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ.23. - თბილისი, 1987. - გვ.133-159
- ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 208გვ.
- ზოომორფული სიმბოლიკის შესწავლისათვის : ირემი-ლომი, ცხოველთა გამოსახულებანი ქართულ ხალხურ სახვით ხელოვნებაში (ავტორი) // შრომები / თბილისის უნივერსიტეტი ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, ტ. 243. - თბილისი, 1983. - გვ.121-138
- Святой Георгий в грузинских религиозных верованиях : Доклад : IV Междунар. симпоз. по груз. искусству (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1983
- არქაული ელემენტები ქართულ ხალხურ დღესასწაულებში (ავტორი) // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ.21. - თბილისი, 1981. - გვ.108-120
- ქართველთა აგრარული რწმენა-წარმოდგენების ისტორიიდან : მოკვდავი და აღდგენადი ღვთაებები (ავტორი) // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ.19. - თბილისი, 1978. - გვ.75-93
- ანთროპომორფული გამოსახულებანი ქართულ ხალხურ ორნამენტში : ადამიანის სახის გამოსახულებანი ქართულ დეკორატიულ და საწესო მხატვრობაში (ავტორი) // ძეგლის მეგობარი, N42. - თბილისი, 1976. - გვ.5-9
- ქართული საახალწლო ჩიჩილაკი (ავტორი) // ძეგლის მეგობარი, N36. - თბილისი, 1974
- ქართული ხალხური ორნამენტის სემანტიკის ზოგიერთი საკითხისათვის (ავტორი) // საბჭოთა ხელოვნება, N12. - თბილისი, 1966. - გვ.49-54
- მთა-თუშეთის ციხე-ნაგებობათა ორნამენტები (ავტორი) // ძეგლის მეგობარი, N7. - თბილისი, 1966. - გვ.24-27
- "წერა" ცნების გაგებისათვის (ავტორი) // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ.16-17 . - თბილისი, 1972. - გვ.280-287
|