The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიტროფანე კუჭავა

მიტროფანე კუჭავა
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:6 ნოემბერი, 1999  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გურიფული, ხობის რაიონი.

დაიბადა გლეხის ოჯახში; 8 კლასი დაამთავრა ხობში; შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისში, სადაც სკოლის დირექტორი და ლოგიკა-ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო პროფესორი შალვა ნუცუბიძე; სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1948-1951წწ. წლებში სწავლობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში. 
1930-1941 წლებში მუშაობდა თბილისის სტალინის სახელობის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1941-1947წწ. გაგრის რაიკომის მდივნად; 1951-1953წწ. ზუგდიდის რაიკომის მდივნად; 1953-1976წწ. საქართველოს პროფსაბჭოს თავმჯდომარედ; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; საგარეო საქმეთა მინისტრად; სოფლის მეურნეობის მინისტრად; პარტიული სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, ერთსა და იმავე დროს საქართველოს კპ ცკ მდივნად და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ; საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ; 1953-1970წწ. იყო საქართველოს კპ ცკ ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ-ს II-III და აფხაზეთის ასსრ-ის II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1953 წლის დეკემბერში იყო ბერიას წინააღმდეგ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს სპეციალურის სასამართლო პროცესის წევრი; საქართველოს საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. 

წყარო: ლევან ღვინჯილიას ბლოგი: gnostikosi.blogspot.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო კპ(ბ), წევრი (1937-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (4 ორდენი)
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: