შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათია სულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. პიაჩენცას (იტალია) ლინგვისტიკის ლიცეუმის "Orsoline di Maria Immacolata"-ს ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი 1996 წელს; ქ. პარმის (იტალია) სასწავლო უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტი 2000 წელს. არის სამართლის მაგისტრი; 2017 წლის მარტიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. 2001-2018წწ. წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში; 2002-2004წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2004-2013წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე; 2005-2013წწ. მუშაობდა იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში საქართველოს საელჩოსა და ქ. რომში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე; 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში იყო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული; 2013-2016წწ. იყო იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურის უფროსი და ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორი; აღნიშნულ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მოქალაქეობისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის შემფასებელი მისიის უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობაში; 2017-2018წწ. მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსისა და ასევე მინისტრის აპარატში მრჩევლის პოზიციაზე; აქტიურად იყო ჩაბმული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და ამ მიზნით კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის შექმნილი ჯგუფის მუშაობაში; მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი; 2000 წელს გამოსცა საგაზეთო პუბლიკაციების კრებული; 2001-2002წწ. გამოქვეყნებული აქვს 3 სტატია საერთაშორისო სამართლის სფეროში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალსა და სამეცნიერო ჟურნალ "სამართალში"; 2002 წლის ივნისში ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას ქ. რომში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის დამფუძნებელ კონფერენციაზე (რომის სტატუტი); 2002-2004წწ. იყო ევროპის საბჭოში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ კონვენციაზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი; 2018 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში/საგარეო მიმართულების კოორდინატორად; 2018 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ; 2019 წლის 1 მაისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი: web.archive.org ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |