შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დარეჯან კაჭარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი არქეოლოგის კვალიფიკაციით 1967 წელს. 1967-2008წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი; 1968-1971წწ. – ასპირანტი; 1972-1975წწ. – უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975-1997წწ. – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2005წწ. – კლასიკური არქეოლოგიის განყოფილების გამგე; 2000-2001წწ. – ეგზეტერის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტი (მიწვევით); 2004-2006წწ. – დირექტორის მოადგილე უცხოეთთან ურთიერთობის დარგში; 2006-2008წწ. – მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2016წწ. – საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების კონსერვატორი; 2017 წლიდან - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე. მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში (1967-2015წწ. ვანის, 1967 წელს - მცხეთის, 1967-1968წწ. - ბიჭვინთის, 2002 წლიდან ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი); კითხულობდა ლექციებს: 2002-2008წწ. – თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს არქეოლოგია; 2009-2010წწ. – წმინდა ანდრიას უნივერსიტეტი, კლასიკური არქეოლოგია; 2015-2017წწ. – საქართველოს უნივერსიტეტი, კლასიკური არქეოლოგია. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1998). სადოქტორო დისერტაციის თემა - "შავიზღვისპირეთის ძვ. წ. VIII-VI საუკუნეების ბერძნული კოლონიზაცია: ქრონოლოგიისა და ტიპოლოგიის პრობლემები", დაიცვა 1998 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.415; საქართველოს ეროვნული მუზეუმი: museum.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |