The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა გუნია

მანანა გუნია
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი თეატრის მხატვრობის სპეციალობით 1996 წელს; იმავე ფაკულტეტის  მაგისტრატურა კინოს მხატვრობის განხრით 1998 წელს; 2002 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ფლორენციის სამხატვრო აკადემიაში (იტალიის რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდია).

1992 წლიდან დაკავებულია სცენოგრაფიითა და კოსტიუმების მხატვარობით; 1999-2001წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის პედაგოგი; 2002 წლიდან ცხოვრობს იტალიაში, ქ. მილანში; 2003-2005წწ. მუშაობდა ვირტუალური სცენოგრაფიის პედაგოგად "ლა სკალას აკადემიაში" (Teatro alla Scala Academy) მილანში; 2005-2014წწ. სარეკლამო ბიზნესში არტ დირექტორად; 2014-2015წწ. როგორც ივენთ დიზაინერი, თანამშრომლობს Condé Nast ჯგუფთან, მათ შორის, Vogue Italia-ს ღონისძიებებში; 2016-2018წწ.  არის არტ დირექტორი ინფორმატიკის სფეროში მილანის პრესტიჟულ software house-ებში; 2019 წლიდან დღემდე სტაბილურად თანამშრომლობს Astana Opera-სთან (ქ. ნურსულტანი, ყაზახეთი); საქართველოში გაფორმებული აქვს მრავალი სპექტაკლი და შოუ. სხვადასხვა წლებში თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრთან, თბილისის მუსიკის და დრამის სახელმწიფო თეატრთან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, რუსთავის საბავშვო თეატრთან, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან; წლებია, თანამშრომლობს ევროპის და აზიის საოპერო თეატრებთან. მათ შორის, Maggio Musicale Fiorentino (ფლორენცია, იტალია) და Oxford Opera Society-თან (დიდი ბრიტანეთი); თბილისის საერთშორისო სცენოგრაფიის ბიენალეს დიზაინერი (tbilisibiennale.com) და საქართველოს სტუდენტური (PQ07, PQ11) და ნაციონალური (PQ015, PQ19) პავილიონების არტ დირექტორია პრაღის კვადრიენალეზე (Prague Quadrennial) 2007, 2011,2015 და 2019 წლებში; 1998 წლიდან არის ააიპ. ვ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის (YTA Union) - სცენოგრაფების, თეატრის არქიტექტორთა და ტექნიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის (OISTAT) საქართველოს ნაციონალური ცენტრის დამფუძნებელი და გამგეობის  წევრი: (ytaunion.com); 2011 წლიდან - OISTAT–ის კოსტუმის დიზაინის კომისიის წევრი, საქართველოს ნაციონალური ცენტრის წარმომადგენელი (oistat.org); მიღებული აქვს პირველი პრემია ნომინაციაში "საუკეთესო სცენოგრაფია და კოსტუმები" თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი" (ქ. რუსთავი, საქართველო) 1996 წელს; ოქროს მედალი ნომინაციაში "საუკეთესო მულტიმედიური სცენოგრაფია"  «Premio Firenze»  - Centro Culturale Firenze Europa (ფლორენცია, იტალია) 2002 წელს; მნიშვნელოვანი დადგმები: 1995 - "ქამუშაძის გაჭირვება", დ. კლდიაშვილი. კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი (თბილისი); 1997 - "სალომეა", ო. უალდი. შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრი (თბილისი); 1997 - "ორკესტრი", ჟ. ანუი. შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრი (თბილისი, საქართველო); 1998 - "შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე", მ. ჩიკამაცუ; შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრი (თბილისი); 2002 – "ორესტე",  ფ. ტრავერსი,  ლ. კერუბინის სახ. ფლორენციის კონსერვატორია, კლასიკური მუსიკის ფესტივალის Maggio Musicale Fiorentino ფარგლებში (ფლორენცია,  იტალია); 2012 – "აბრეშუმის კიბე", ჯ. როსინი. ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (თბილისი); 2019 - "აბრეშუმის კიბე", ჯ. როსინი. Astana Opera (ქ. ნურსულტანი, ყაზახეთი); 2020 - "დონ პასკუალე", გ. დონიცეტი, Astana Opera (ქ. ნურსულტანი, ყაზახეთი); 2021 – "ნადიმი ჭირიანობის დროს", ს. კიუი, Oxford Opera Society (ოქსფორდი, დიდი ბრიტანეთი); 2021 - "საიდუმლო ქორწინება", დ. ჩიმაროზა,  Astana Opera (ქ. ნურსულტანი, ყაზახეთი); 2021 – "დონ სეზარ დე ბაზანი", ფ. დიუმანუა და ა. ფ. დენერი. ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა თეატრი (თბილისი). არტ დირექტორი.


გააზიარე: