The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ლანჩავა

ომარ ლანჩავა
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.

1976-1986წწ. - ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე; 1984-1990წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; 1990 წლიდან - საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელი; 1990-1996წწ. - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და კულტურის ისტორიის კათედრის გამგე; 1996-2001წწ. - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო მუშობის დარგში; 2001-2005წწ. - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში; 2005 წლიდან - აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და სიძველეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შემდეგ, არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2006 წლიდან - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლოსამეცნიერო პროცესების კოორდინატორი; 2007-2008წწ. - საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევებისა და კოლექციების უფროსი ზედამხედველი იმერეთის რეგიონში; 2008 წლიდან - ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორი; 2016 წლიდან - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ექსპერტი. 2014 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობები, სრული პროფესორი. მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში (1966-1980წწ. - ვანის, 1974-1982წწ. - ვარციხის, 1980-1981წწ. - კოლხეთის, 1984 წლიდან ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქუთაისი წინაფეოდალურ ხანაში (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა)", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქუთაისის ეგრის-ლაზიკის ციხე-ქალაქთა სისტემაში (IV-XXსს)", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.419; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის კვლევითი ცენტრი, საპატიო წევრი (2004-)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2003-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი (1996-)
  • საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემია, წევრი (2014-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2012 - ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • 2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: