The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჯავახიშვილი

გიორგი ჯავახიშვილი
Date of birth:5 April, 1958  (67 years)
Category:Astronomer, Scientist, Educator

Biography

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-მექანიკის ფაკულტეტი ასტრონომის სპეციალობით 1980 წელს; მიღებული აქვს ასტრონომიის მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი.

1980 წლის სექტემბერში მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომიის განყოფილებაში; მონაწილეობდა დაკვირვებით სამუშაოებში; 2007-2009 წლებში იყო აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი; 2007 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია;
სამეცნიერო კვლევითი ინტერესები: ატმოსფერო-იონოსფეროს ფიზიკა, მზე-დედამიწის კავშირები, ვარსკვლავთ გროვები, ვარსკვლავთ ჯერადი სისტემები, ასტროდინამიკა, მზის ფიზიკა, სამი სხეულის ამოცანა.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტრაპეციის ტიპის ჯერადი სისტემების კვლევა", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge


Share: