The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მალაზონია

დავით მალაზონია
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1973  (52 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი 1995 წელს; ასპირანტურა - 1998 წელს.

1993-2006წწ. - თბილისის 123-ე საჯარო სკოლა, ისტორიის მასწავლებელი; 2000-2002წწ. - სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი, დოცენტი; 2003-2005წწ. - ამავე ფაკულტეტის პროფესორი; 2005-2006წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, რექტორი; 2006-2007წწ.- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ფაკულტეტი, დეკანი; 2006 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, პროფესორი; 2011 წლიდან - სკოლა "ერუდიტი", ისტორიის მასწავლებელი; 2015 წლიდან - "განათლების თანამედროვე აკადემია", ისტორიის წამყვანი მასწავლებელი. 1997 წლიდან - უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი; 2003-2004წწ. - მსოფლიო ბანკის განათლების ექსპერტი (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო); 2008-2010წწ. - საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივი სტანდარტის ჯგუფის ექსპერტი (მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო); 2015 წლიდან - წამყვანი მასწავლებლის კვალიფიკაცია. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ილია ჭავჭავაძის ისტორიული შეხედულებები", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ისტორიოგრაფიული აზროვნება XIX საუკუნის მეორე ნახევარში : თერგდალეულთა ისტორიული შეხედულებები", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.421; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2007-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: