The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერმილე მესხია

ერმილე მესხია
დაბადების თარიღი:9 დეკემბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგის ფაკულტეტი, სპეციალობა - ისტორია-პედაგოგიკა, 1983 წელს.

1976-1978წწ. – აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოს მერძევეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მუშა; 1983-1984წწ. – სავალდებულო სამხედრო სამსახური უკრაინის რესპუბლიკის ჩერნოვიცის ოლქის სტოროჟენეცის რაიონში; 1984-1985წწ. – აჭარის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების კონსულტანტი; 1985-1986წწ. – ბათუმის N 44 პროფტექნიკური სასწავლებლის საწარმოო სწავლების ოსტატი; 1986-1988წწ. – აჭარის ავტოსატრანსპორტო საწარმოო გაერთიანების პოლიტგანათლების კაბინეტის გამგე; 1987-1988წწ. – ბათუმის N 22 საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; 1988-1991წწ. – საქართველოს კპ ბათუმის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი კულტურისა და ხელოვნების დარგში; 1991-1996წწ. – აჭარის წიგნის მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1994წწ. – გონიოს კოოპერაციული ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1994-2005წწ. – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) აპარატის მთავარი სპეციალისტი კულტურისა და ხელოვნების დარგში; 1994-2009წწ. – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1996-1998წწ. – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1998-2005წწ. - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე; 1998-2004წწ. – ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი; 2005-2006წწ. – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2006-2009წწ. – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი; 2009-2010წწ. – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2010-2014წწ. – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; 2014-2015წწ. – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2015-2019წწ. – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; 2019 წელს - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2019 წლიდან – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში (1981 წელს ქობულეთი, ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიცია; 1982 წელს, ახალციხე, ფოლკლორული ექსპედიცია). სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში 1917-1921 წლებში", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამხრეთ-დასავლეთ საქართველო 1918-1921 წლებში (საზოგადოებრივ-პოლიტიკური ისტორია), დაიცვა 2004 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.422; ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი: batu.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: