The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ აბესაძე

ზურაბ აბესაძე
Date of birth:24 March, 1948  (77 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტების მშენებელი ინჟინრის სპეციალობით 1972 წელს.

1972-1974წწ. მსახურობდა სამხედრო არმიის რიგებში; 1974 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის 5 სამშენებლო სამმართველოში (შემდგომ მოძრავ მექანიზირებული კოლონა №70) ჯერ ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, მშენებლობის ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად და მთავარ ინჟინრად; 1982 წლიდან დაინიშნა აღნიშნული სამსახურის უფროსად; 1995 წლიდან 2013 წლამდე იყო შ.პ.ს. "მშენებლის" დირექტორი; 2013-2017წწ. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი; მცხეთის მერის კონსულტანტი, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის საკითხებში; წლების მანძილზე მონაწილეობდა კულტურულ-საყოფაცხოვრებო და საბინაო ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.35-36


Share: