The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა აბულაძე

მედეა აბულაძე
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1976 წელს.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში", სადაც მუშაობდა 2001 წლამდე, ჯერ რიგით არქიტექტორად, წამყვან სპეციალისტად და პროექტის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე; 2001-2006წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის კათედრაზე; აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში; 2007 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი; ავტორია არქიტექტურული პროექტების, რომელთა მიხედვითაც აშენდა: "სამშობიარო სახლი 60 ადგილზე და კონსულტაციით 100 მომსვლელზე" ქ. მცხეთაში; "სასტუმრო 100 ადგილზე", სასწავლო-მეთოდური ცენტრისათვის დ. ტაბახმელაში; "დასასვენებელი კომპლექსი დ. ბობოყვათში"; დასასვენებელი კომპლექსი ქიმკომბინატ "აზოტის" თანამსრომლებისათვის და სხვა; ავტორია პრემირებული საკონკურსო არქიტექტურული პროექტების - "ი. გოგებაშვილის მემორიალი"ქ. გორში (I პრემია, 1999წ.), ბავშვთა ქალაქ "მზიურის"ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი ქ. თბილისში (III პრემია, 2006წ.), შრომის სასახლის მიმდებარე მრავალფუნქციური ნაგებობა ქ. თბილისში (III პრემია, 2006წ.), ქერჩის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის "ჩარჩო გეგმა" ქ. თბილისში ( I პრემია, 2015) და სხვა; მისი ბიოგრაფია შეტანილია 1999 წელს გამოცემულ წიგნში "ვინ ვინ არის - ქართულ არქიტექტურაში"; გამოქვეყნებული აქვს სტატიები ჟურნალებში: "კავკასიის მაცნე", "კამარა", "ქალი და XXI საუკუნე". არქიტექტურის დოქტორი

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქ. ქუთაისის არქიტექტურულ-გეგმარებითი განვითარება და მისი სამომავლო პერსპექტივები", დაიცვა 2013 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია = Encyclopedia of georgian architects and builders = Энциклопедия архитекторов и строителей Грузии. წიგნი 2-თბ., 2021. -გვ.36-37

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1980-)

გააზიარე: