შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედუარდ ალექსანდრიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1942 წელს. უმარლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" სადაც აპროექტებდა საცხოვრებელ სახლებს მეტალურგთა ქალაქ რუსთავისათვის; 1944 წელს გადაყვანილ იქნა ახალშექმნილ საპროექტო ინსტიტუტში "საქგიპროშახტი" (ყოფილი "საქშახტპროექტი"), სადაც ეწეოდა ქვანახშირის მაღაროებისათვის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების, ასევე საბაგირო გზებისა და სხვა ობიექტების პროექტირებას; 1963 წელს მიწვეულ იქნა საცხოვრებელი სახლების ექსპერიმენტული პროექტების სსრკ ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტიპიზაციის განყოფილებაში, საქართველოს კლიმატური პირობების შესაბამისი ტიპური საცხოვრებელი სახლების პროექტირების მიზნით; 1964 წელს დაინიშნა ახალშექმნილი თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის სამშენებლო კონსტრუქციების განყოფილების წამყვან ინჟინრად; 1965 წლიდან, ინსტიტუტის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ახალი მასალებისგან შექმნილი კონსტრუქციების ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა; მის მიერ რეკომენდირებული მეთოდები შენობა-ნაგებობების აღდგენის, გაძლიერებისა და სეისმომედეგობის ამაღლებისათვის გამოყენებულ იქნა მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის დროს ქ. მახაჩკალაში და ქ. ბუინაკსკში (1971), გაზლიში (1976), ლენინაბადში (1985), კიშინიოვში (1986), სომხეთში (1988), საქართველოში (1991), ასევე მოსკოვში შერემეტიევოს აეროპორტის ანგარების კომპლექსის გაძლიერების დროს, ერევნის ოპერის თეატრისა და მსხვილპანელოვანი სახლებისათვის ლენინგრადში და კრასნოდარში; აღნიშნული მეთოდების მაღალი ეფექტიანობა და სანდოობა დამტკიცებულია 40 წლიანი ექსპლუატაციის პრაქტიკით; მინიჭებული ჰქონდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, იყო 10 დანერგილი გამოგონების ავტორი; გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი ნაშრომი; შენობა-ნაგებობების აღდგენისა და გაძლიერების ახალი მეთოდების დამუშავების, გამოკვლევისა და საწარმოო პრაქტიკაში ფართოდ დანერგვისათვის 1987 წელს დაჯილდოვდა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით, ასევე დაჯილდოებული იყო ორი მედლით, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.42-43
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |