The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედუარდ ალექსანდრიანი

ედუარდ ალექსანდრიანი
Date of birth:19 August, 1919
Date of death:2019  (at 99 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1942 წელს.

უმარლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" სადაც აპროექტებდა საცხოვრებელ სახლებს მეტალურგთა ქალაქ რუსთავისათვის; 1944 წელს გადაყვანილ იქნა ახალშექმნილ საპროექტო ინსტიტუტში "საქგიპროშახტი" (ყოფილი "საქშახტპროექტი"), სადაც ეწეოდა ქვანახშირის მაღაროებისათვის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობების, ასევე საბაგირო გზებისა და სხვა ობიექტების პროექტირებას; 1963 წელს მიწვეულ იქნა საცხოვრებელი სახლების ექსპერიმენტული პროექტების სსრკ ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტიპიზაციის განყოფილებაში, საქართველოს კლიმატური პირობების შესაბამისი ტიპური საცხოვრებელი სახლების პროექტირების მიზნით; 1964 წელს დაინიშნა ახალშექმნილი თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის სამშენებლო კონსტრუქციების განყოფილების წამყვან ინჟინრად; 1965 წლიდან, ინსტიტუტის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ახალი მასალებისგან შექმნილი კონსტრუქციების ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა; მის მიერ რეკომენდირებული მეთოდები შენობა-ნაგებობების აღდგენის, გაძლიერებისა და სეისმომედეგობის ამაღლებისათვის გამოყენებულ იქნა მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის დროს ქ. მახაჩკალაში და ქ. ბუინაკსკში (1971), გაზლიში (1976), ლენინაბადში (1985), კიშინიოვში (1986), სომხეთში (1988), საქართველოში (1991), ასევე მოსკოვში შერემეტიევოს აეროპორტის ანგარების კომპლექსის გაძლიერების დროს, ერევნის ოპერის თეატრისა და მსხვილპანელოვანი სახლებისათვის ლენინგრადში და კრასნოდარში; აღნიშნული მეთოდების მაღალი ეფექტიანობა და სანდოობა დამტკიცებულია 40 წლიანი ექსპლუატაციის პრაქტიკით; მინიჭებული ჰქონდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, იყო 10 დანერგილი გამოგონების ავტორი; გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი ნაშრომი; შენობა-ნაგებობების აღდგენისა და გაძლიერების ახალი მეთოდების დამუშავების, გამოკვლევისა და საწარმოო პრაქტიკაში ფართოდ დანერგვისათვის 1987 წელს დაჯილდოვდა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით, ასევე დაჯილდოებული იყო ორი მედლით, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.42-43


Share: