The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯურხა ნადირაძე

ჯურხა ნადირაძე
Date of birth:15 May, 1929
Date of death:12 May, 1994  (at 64 years)
Burial location:სოფელი ჭორვილა, საჩხერის რაიონი
Category:Archaeologist, Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭორვილა, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1961 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმში; ამავე წელს საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში მიაკვლია VI-I დათარიღებულ ნამოსახლარს და ფალიურ კულტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მასალას; 1967 მისი ხელმძღვანელობით ყვირილის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ საჩხერეში, ადგილ მოდინახეზე, აღმოაჩინა ბრინჯაოს ხანის უნმიშვნელოვანესი ძეგლები, რომლის მეშვეობით საჩხერის რეგიონი მიჩნეული იქნა ბრინჯაოს მეტალურგიის წარმოების უძველეს ცენტრად; 1982 წლიდან ჯ. ნადირაძემ აღმოაჩინა და შეისწავლა საირხის არისტოკრატიული ფენის სამაროვანი, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ოქრომრავალი კოლხეთის ბრწყინვალე საიუვილერო ხელოვნების მაღალი კულტურა; ჯ. ნადირაძის სახელთანაა დაკავშირებული მცხეთიჯვრის (ხაშურის რაიონი), სვერის ციხისა და ჯიეთის (ორივე ჭიათურის რაიონი) არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენა, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ქართველ ტომთა რელიგიური, კულტურული და  პოლიტიკური ისტორიის შესწავლისათვის; მან დიდი როლი შეასრულა არქეოლოგიური მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში, საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ინფორმაციის მხატვრულ ენაზე გადმოცემის  ტრადიციას. ჯ. ნადირაძის სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნებულია ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

Awards and Honors

  • 1987 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1986 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • 1985 - საჩხერის საპატიო მოქალაქე

Bibliography


Share: