The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იმედო ფხაკაძე

იმედო ფხაკაძე
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1942
გარდაცვ. თარიღი:21 ივლისი, 2021  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკსა" (1962–1974) და სსრკ ნაკრებში (1963–1971); მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების ჩემპიონი 1968 წელს, სსრკ-ის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი; დორტმუნდის სტუდენტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი (1968); სსრკ-ის ნაკრებში ჩაატარა 68 მატჩი, გაიტანა 193 გოლი; იყო თბილისის "ბუერვესტნიკის" მთავარი მწვრთნელი (1974-1978); მისი ხელმძღვანელობით "ბურევესტნიკი" სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადასა (1975) და სსრკ-ის ჩემპიონატში (1977) მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა; მცირე ხნით ავარჯიშებდა იორდანიის ნაკრებს (1976) და საქართველოს ნაკრებებს (2008); ხელბურთელი.

წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge; ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბ.,2013. -255გვ.; 1tv.ge; ჟურნალი "სარკე"; sarkenews.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ხელბურთის ფედერაცია, ვიცე პრეზიდენტი (2012-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - მსოფლიო ჩემპიონატი სტუდენტთა შორის, პირველი ადგილი (დორტმუნდი)
  • 1964 - სსრკ ჩემპიონი (სვერდლოვსკი)
  • 1962 - სსრკ ჩემპიონი (კაუნასი)
  • საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

გააზიარე: