The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ამბროლაძე

თამაზ ამბროლაძე
Date of birth:23 December, 1936
Date of death:2017  (at 80 years)
Category:Geologist, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი, ჰიდროგეოლოგიის სპეციალობით 1960 წელს.

1960 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" ინჟინრად, სადაც მუშაობდა 1962 წლამდე; 1962-1968წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ჰიდრავლიკისა და ჰიდრონაგებობების კათედრაზე; 1962-1965წწ. იყო კათედრის ასპირანტი, შემდეგ ლაბორანტი და ასისტენტი; 1968-2006წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკის კათედრაზე, პედაგოგ-დოცენტის სტატუსით; 1970-1973წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი; 1973-1976წწ. მუშაობდა ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1976-1985წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის დეკანი; 2006-2017წწ. არჩეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჰიდრავლიკისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულებით; ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 2 სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოსა და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის; იყო საერთაშორისო კონგრესის სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009); მრავალწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.45

Bibliography


Share: