The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ არდაზიშვილი

ნუგზარ არდაზიშვილი
Date of birth:23 November, 1959  (65 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი, წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალობით 1982 წელს; აშშ ვაჭრობის სამინისტროს არსებული "SABIT"-ის საქმიანი სტაჟირების სპეციალური პროგრამა "წყლის რესურსების მართვა" და გარემოს მართვის სისტემის დანერგვა; გაიარა ბავარიის (გერმანია) გარემოს მართვის სააგენტოს კურსი "კანალიზაციის მართვა და სასმელი წყლის მიწოდება" 2015 წელს.

1982-1995წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "საქსახკომუნმშენპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, პროექტის მთავარ ინჟინრად; 1995-2000წწ. მუშაობდა საპროექტო ორგანიზაცია "სოფლმშენტოპოგეოძიებაკომპლექსში" მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 2000 წლიდან მის მიერ დაფუძნებული საპროექტო ფირმა "მუნიციპალპროექტის" დირექტორია; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, ზემოხსენებულ საპროექტო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდში შესრულებულია მრავალი წყალმომარაგებისა და წყალარინების მნიშვნელოვანი ობიექტების საპროექტო სამუშაოები, მათ შორის აღსანიშნავია: ფასანაურის, ქარელისა და თიანეთის საკანალიზაციო სისტემების პროექტი (1998), ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის სანიაღვრე კანალიზაციის ქსელების განვითარების პროექტი (2012), ქ. ქუთაისის წყალმომარაგების სათავე ნაგებობებისა და სარეზერვუარო მეურნეობის რეაბილიტაციის პროექტი (2009), გერმანული ფირმა "KOCKS"-თან ერთად ქ. ქუთაისის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის, ქ. მარნეულის, კურორტების "ანაკლია-განმუხურისა" და "ურეკი-შეკვეთილის" სრული წყალმომარაგება-კანალიზაციის პროექტი (2015), კასპის რაიონის სოფლების: დოესის, მეტეხის, ნიაბის, სასირეთისა და ყარაჯალას სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტი (2013) და სხვა; აქვს ექსპერტის სტატუსი წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.46-47


Share: