The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ყარამან არავიაშვილი

ყარამან არავიაშვილი
Date of birth:12 July, 1944
Date of death:2019  (at 74 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბებნისი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს.

1961-1969წწ. მუშაობდა ქ. ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროებში მუშად, ბრიგადირად, ცვლის უფროსად; 1969-1981წწ. ქ. თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1981-1999წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის №8 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, ამავე სამმართველოს უფროსად; 2000-2015წწ. მუშაობდა შპს "იმკ-91"-ში სამუშაოთა მწარმოებლად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი სამრეწველო, სამოქალაქო, საყოფაცხოვრებო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტი, მათ შორის: №8 პურის ქარხნის კომპლექსი ქ. თბილისში, კომპანია "მაგთის" საკომუნიკაციო ანძები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.47-48


Share: