The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ლომინაძე

ვახტანგ ლომინაძე
Date of birth:1919
Date of death:1988  (at 69 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1941 წელს.

1941-1945წწ. მუშაობდა თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოში ელექტრომემონტაჟედ, დისპეტჩერად, მთავარ მექანიკოსად; 1942-1945წწ. თბილისის N5 რკინიგზის სასწავლებელში; 1945-1947წწ. სწავლობდა ასპირანტურაში; 1947 წელს მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელმანქანების კათედრაზე; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1953 წელს; 1975 წელს არჩეული იყო პროფესორის თანამდებობაზე; 1979 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ელმანქანების კათედრის გამგედ; მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით თბილისის ს.გ. "ელექტროაპარატში" შეიქმნა კათედრის ფილიალი, რამაც შუწყო ხელი სპეციალისტთა მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას; გამოსცა 4 ტექნიკური სახელმძღვანელო; მისი ხელმძღვანელობით დისერტაცია დაიცვა ბევრმა ასპირანტმა და მაძიებელმა; შექმნა ასინქრონული და სინქრონული მანქანების ორმხრივი ასიმეტრული რეჟიმების ზოგადი თეორია; მის მიერ შემოთავაზებული არასიმეტრიული მანქანის ანალიზის მეთოდის საფუძველზე შექმნილი იქნა ასინქრონული ფაზის გამხლეჩის თეორია, რამაც პრაქტიკული რეალიზაცია ჰპოვა ცვლადი დენის ელმავალებზე; მეცნიერული კვლევები მიუძღვნა კონუსურ როტორიანი სამუხრუჭო ასინქრონული ძრავების შესწავლას; ელმანქანების გაანგარიშების მის მიერ შექმნილი მეთოდიკით დაპროექტდა და აიგო ჩარხების ამძრავის საცდელი პარტია; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, განათლების სამინისტროსა და ინსტიტუტის სარედქციო საბჭოების წევრი, საქართველოს მეცნიერულტექნიკური პროგრესის პროგრამის შემდგენი კომისიის წევრი და სხვ.; დაჯილდოებული იყო მედლებით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1954), პროფესორი (1986).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები, ტ.2. - თბ., 2010. - გვ.198

Awards and Honors

  • საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

Bibliography


Share: